spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გადაყვანისთანავე

მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გადაყვანისთანავე, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გლდანის ციხესთან განაცხადა.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში დღეს გადაიყვანენ.

 

“მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე. ჩვენთვის ეს ჰოსპიტალი უცნობია, მიუხედავად იმისა,  რომ სააკაშვილის მიერ აშენებულია და ვიცით, რომ მაღალ ტექნოლოგიურად აღჭურვილია.  ვფიქრობთ, რომ ალბათ, მაღალკვალიფიციური ექიმებიც არიან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ დაზუსტებით სპეციალისტებისგან, რომ იქ ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და რეფიდინგის პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიურად გაწერილი,  ყველა კონსილიუმის მონაწილეობით.

 

მიხეილ სააკაშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში. ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია, რომ დავადგინოთ ზუსტად მისი სამედიცინო დღის წესრიგი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

მან საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის წერილი გააცნო, სადაც ის მადლობას იხდის მხარდაჭერისთვის და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები