spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – თუ ამ არჩევნებში არ მოხდა ხელისუფლების შეცვლა, შეიძლება არასდროს აღარ იყოს არც საქართველო, აღარც თავისუფალი არჩევნები

ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად ვიქნებით აქტიურები, ბედის ბორბალს აუცილებლად დავატრიალებთ წაღმა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

 

მისი თქმით,  თუ ამ არჩევნებში არ შეიცვლება ხელისუფლება, შეიძლება არასდროს აღარ იყოს არც საქართველო და აღარც თავისუფალი არჩევნები.

 

“საქართველოში 350 000 ადამიანი 800 ლარის ოდენობის ხელფასს იღებს. ასეთი ისტორიებისგან შედგება დღეს ჩვენი ცხოვრება. 

 

წარმოიდგინეთ, საქართველო არის ისეთი მანქანა, რომელსაც საჭესთან უზის ადამიანი, რომელიც მიაქანებს უფსკრულისკენ და გადაჩეხს, ქართველი ხალხი ჩაკეტილი ჰყავს სადღაც საბარგულში. ესენი მანქანიდან უნდა გადავყაროთ და გავუშვათ, ამიტომ ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები და ქმედითები.

 

თუ ამ არჩევნებში არ მოხდა ხელისუფლების შეცვლა, ჩვენ ავტომატურად მივიღებთ იმას, რომ იმ თაობისთვის, რომელიც პირველად აძლევს ხმას, შეიძლება იყოს ბოლო არჩევნები და არასდროს აღარ იყოს არც საქართველო, აღარც თავისუფალი არჩევნები. ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად ვიქნებით აქტიურები, ბედის ბორბალს აუცილებლად დავატრიალებთ წაღმა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები