spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – თუ მხოლოდ პარტიის ლიდერები იქნებიან ამ პროტესტის ავანგარდში, მათი განეიტრალება შედარებით ადვილი იქნება

გამოდით და შეეწინააღმდეგეთ დიქტატურას! ახლა გადამწყვეტია მასობრივი თვითორგანიზაცია და თვითინიციატივა, პარტიებმა თავის საქმე აკეთონ, თქვენ თქვენი. ასე რომ, ნუ დაელოდებით ნურავის, ნუ შემოიფარგლებით ფეისბუქში უკმაყოფილების გამოხატვით, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დიქტატურა ვერ გაიმარჯვებს.

“მე მესმის ხალხის დიდი ნაწილის სურვილი, რომ აქციები დაჩქარდეს, თუმცა პარტიებზე გადაბრალება ოლიგარქის რეჟიმს აწყობს მხოლოდ.

ვინ უშლის ნებისმიერ თუნდაც მცირერიცხოვან ჯგუფს თვითონ გამოხატონ პროტესტი და არ დაელოდონ პარტიებს.

მე მჯერა, რომ ასეთი აქტიური მოქალაქეები არსებობენ და მინდა მოვუწოდო მათ, რომ დაიწყონ პროტესტები უახლოეს საათებში და დღეებში.

განსხვავებით 2003 წლიდან, ახლა სოციალური ქსელი იძლევა ბევრად უფრო სწრაფი დაორგანიზების საშუალებას. თუ მხოლოდ პარტიის ლიდერები იქნებიან ამ პროტესტის ავანგარდში, მათი განეიტრალება შედარებით ადვილი იქნება.

ახლა გადამწყვეტია მასობრივი თვითორგანიზაცია და თვითინიციატივა, პარტიებმა თავის საქმე აკეთონ, თქვენ თქვენი.

ასე რომ, ნუ დაელოდებით ნურავის, ნუ შემოიფარგლებით ფეისბუქში უკმაყოფილების გამოხატვით გამოდით და შეეწინააღმდეგეთ დიქტატურას! დიქტატურა ვერ გაიმარჯვებს!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები