spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – თუ ფრანგებმა შეძლეს, ჩვენ რა გვიშლის ხელს, რომ გავერთიანდეთ და “ქართული ოცნების” პირველი ადგილი არ დავუშვათ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება.

 

“საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში დიდი ანგარიშით გამარჯვებულმა პუტინის მეგობრის, მარი ლე პენის პარტიამ მეორე ტურში უზარმაზარი მარცხი განიცადა და მესამე ადგილზე გავიდა.

 

როგორ მოხდა ასეთი საარჩევნო სასწაული? ძალიან მარტივად, ყველა წარსულში გადამტერებულმა სხვა პოლიტიკურმა ძალებმა მოახერხეს ის, რაც ადრე შეუძლებლად გამოიყურებოდა, ძალები გააერთიანეს, ერთმანეთის სასარგებლოდ კანდიდატები მოხსნეს და ლე პენს ნამდვილი ჯებირი დაუყენეს.

 

თუ ფრანგებმა შეძლეს, ჩვენ რა გვიშლის ხელს, რომ გავერთიანდეთ და “ქართული ოცნების” პირველი ადგილი არ დავუშვათ!” – წერს სააკაშვილი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები