საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრება სურს.
“მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას! მიყვარხართ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება.