spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – უახლოეს დღეებში საქართველოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 100-ს გადასცდება

ივანიშვილს უნდა, რომ ვინც ვერ გააგდო კომბოსტოს საკრეფად გერმანიაში, უბრალოდ დახოცოს, ეს არის ხალხის გენოციდი, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

 

“მიუხედავად იმისა, რომ გუშინ წამოაყრანტალა ერთ-ერთმა “მუშკეტერმა” არაფერი ნახტომი არ არისო, ისინი ცრუობენ. მე ველაპარაკე ეპიდემიოლოგებს, ინფექციონისტებს თბილისში, უახლოეს დღეებში გარდაცვლილთა რაოდენობა გადასცდება 100-ს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ ინტუბაციაზე და პრაქტიკულად ხელოვნურად უხანგრძლივებენ გაანწირულ ადამიანებს სიცოცხლეს, საქართველო არის პირველ ადგილზე ერთ სულ მოსახლეზე დაღუპულთა რაოდენობით. თავიდან არავინ იცოდა ამ ეპიდემიის მართვა, მაგრამ მსოფლიოში ისწავლეს, შემდეგ შემოვიდა ვაქცინა და აიცრნენ, საქართველოში იტყუებოდნენ, რომ იცოდნენ მართვა და შემდეგ ხელოვნურად არ შემოიტანეს ვაქცინა ივანიშვილის განკარგულებით. მე ამას ვამტკიცებ სრული კომპეტენტურობით, იმიტომ, რომ მე თვითონ ვუშოვე ვაქცინა და ამაზე თქვა მაშინ მთავრობამ უარი, რამდენიმე სხვა ქვეყანამ შესთაავზა, სანამ ძალით არ შეტენეს ბოლოს ამერიკელებმა, არც იღებდნენ ამ ვაქცინას, ხელოვნურად არ შემოქონდათ ვაქცინა, იმიტომ, რომ ივანიშვილს უნდა არჩევნებისთვის, ხალხი იყოს სახლში, დაწეროს ნებისმიერი ციფრი და ივანიშვილს უნდა, რომ ვინც ვერ გააგდო კომბოსტოს საკრეფად გერმანიაში, უბრალოდ დახოცოს, ეს არის ხალხის გენოციდი და არაფერ შუაში არ არის ყელყელაობა და კეკლუცობა, უნდა ითქვას სიმართლე, რაზე არის აქ საუბარი, ჩვეულებრივად განადგურებენ ხალხო, ომში არ დაიღუპება ამდენი ადამიანი, რამდენიც ახლა, რომელიც აბსოლუტურად არის ამათგან გაკეთებული თავისი რუსი ტურისტებით, შეზღუდვების მოხსნით არასწორ დროს, ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებით მაშინ, როცა საჭირო არ იყო და არდაწესებით მაშინ, როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო. ეს არ არის უნიათობა და უუნარობა, ეს არის შეგნებული განადგურება და მკვლელობა საკუთარი მოქალაქეების. მე ვიბრძოლებ ბოლომდე”, – აცხადებს სააკაშვილი.   

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=316&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FSaakashviliMikheil%2Fvideos%2F605165867529406%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”316″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები