spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – უკლებლივ ყველგან დააბრუნეს კორუფცია, მაგრამ არ გამოუვათ, ამისათვის ძალიან ცოტა დრო აქვთ

საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მთავრობა დღეს, აი ამ დარბაზში მასამართლებს საქართველოში კი არა, ევროპაში ყველაზე არაკორუმპირებული ხელისუფლების ლიდერს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

“საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა ბოლო დღეებში, თვეებსა თუ წლებში. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს. ეს არის UNICEF-ის მონაცემი. ბანკები ხალხს ჯიბიდან ბოლო კაპიკებს აცლის. ეს არის ქვეყანა, სადაც ფასები მონოპოლიზებულია და კორუფციამ ყველაფერი წალეკა.

ამ კორუფციის გამო, ხშირად ფასები ორჯერ და სამჯერ მეტია, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც დაანგრია ბათუმის ჭაჭის კოშკი, რომელიც სხვათა შორის ძველი მარკიდან ავიღეთ და საბჭოთა კავშირმა დაანგრია. ისევ საბჭოთა კავშირში გვექაჩებიან.

დააჟანგეს ალი და ნინოს შენობა. ამზადებენ მშვიდობის ხიდის და რიყის თეატრის დანგრევასაც. მათ უნდათ, რომ ჩემი ყველანაირი კვალი ამოშალონ. როგორ დაანგრიეს ჩემს მიერ აშენებული ინსტიტუტები. უკლებლივ ყველგან დააბრუნეს კორუფცია, მაგრამ არ გამოუვათ, ამისათვის ძალიან ცოტა დრო აქვთ.

ეს არის ხალხი, რომელიც რასაც ეხება, ყველაფერს ანგრევს. წარმოგიდგენიათ, მე მეთქვა, რომ ცენტრალურ პარკს ავაშენებდი თბილისში ან ლაგუნა ვერეს გავაკეთებდი და იქ ათი წელი არაფერი გაკეთებულიყო? როგორც კი ვამბობდი სამ, ოთხ, ხუთ თვეში, წელიწადში ან მაქსიმუმ წელიწად-ნახევარში ყველაფერი სრულდებოდა და ბარდებოდა პირადად ჩვენს ხალხს.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მთავრობა დღეს, აი ამ დარბაზში მასამართლებს საქართველოში კი არა, ევროპაში ყველაზე არაკორუმპირებული ხელისუფლების ლიდერს. მსოფლიო ბანკს დაწერილი აქვს წიგნები, როგორ დავამარცხეთ კორუფცია და ამას მთელს მსოფლიოში ვასწავლიდით”, – განაცხადა სააკაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები