spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – უცხოეთის რეაქციის იმედზე ყოფნა არ არის საკმარისი, საბოლოო ჯამში ყველაფერი უნდა გადაწყდეს საქართველოს ქუჩებში

უცხოეთის რეაქციის იმედზე ყოფნა არ არის საკმარისი, იმიტომ რომ უცხოეთიც უყურებს ჩვენს მტკიცებულებებს, მაგრამ პირველ რიგში ქუჩაში აქტიურობას და საბოლოო ჯამში ყველაფერი უნდა გადაწყდეს საქართველოს ქუჩებში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

“ახლა დროის გაწელვა ივანიშვილს აწყობს მხოლოდ!

უცხოეთის რეაქციის იმედზე ყოფნა არ არის საკმარისი, იმიტომ რომ უცხოეთიც უყურებს ჩვენს მტკიცებულებებს, მაგრამ პირველ რიგში ქუჩაში აქტიურობას და საბოლოო ჯამში ყველაფერი უნდა გადაწყდეს საქართველოს ქუჩებში.

ყველანაირი სხვა მოწოდებები სიტუაციის დამშვიდებისკენ პირდაპირ რუსულ საქმეს აკეთებს. რა დროს დამშვიდებაა, როცა ქვეყანა თავზე დაგვანგრიეს და ვინმეს ჰგონია, რომ თუ ახლა დაამშვიდებს, შემდეგ ივანიშვილი რომ მოძლიერდება ყველას სათითაოდ არ მიადგება?

არჩევნების არაღიარების ყველაზე ეფექტური გზა მტკიცებულებების ფონზე მუდმივი ფართო საპროტესტო აქციებია.

ახლა ყოველი საათი ძვირფასია!

ყოველგვარი დროის დაკარგვა სიკვდილის ტოლფასია!

p.s დიდი მადლობა თიკა ბოკუჩავას გუშინდელ აქციაზე ჩემი ხსენებისთვის და განსაკუთრებული მადლობა იქ შეკრებილ ხალხს მხარდაჭერისთვის”, – წერს სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები