spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – ვინ გაამართლა ჩემ მიმართ მიმდინარე უსამართლობა? ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ივანიშვილის პოლიტიკას

ნატალია საბანაძემ სცადა ჩემ მიმართ მიმდინარე უსამართლობის გამართლება, თუმცა კონგრესმენ სტივ კოენისგან მიიღო ღირსეული პასუხი ჩემი უფლებების დარღვევაზე და პოლიტიკურ პატიმრობაზე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

“გუშინ ამერიკის კონგრესში რამდენიმე კონგრესმენმა დამიჭირა მხარი. ასევე ძალიან ობიექტური იყო ელჩი უილიამ კორტნიც. და ვინ გაამართლა ჩემ მიმართ მიმდინარე უსამართლობა?

 

იმავე ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ივანიშვილის პოლიტიკას იქამდე, ვიდრე პრემიერ გახარიასთან ასოცირების გამო, არ გაუშვეს ელჩობიდან – ნატალია საბანაძემ.

 

უფრო სწორედ, მან სცადა გამართლება, თუმცა კონგრესმენ სტივ კოენის მხრიდან მიიღო კიდევაც ღირსეული პასუხი, ჩემი უფლებების დარღვევაზე და პოლიტიკურ პატიმრობაზე“, – წერს სააკაშვილი.

 

კონგრესმენმა სტივ კოენმა კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული განხილვისას განაცხადა, “ახლა სააკაშვილი ციხეშია, მას საშინლად ეპყრობოდნენ და ფიქრობს, რომ შესაძლოა, მისი სიცოცხლე საფრთხეშიც იყოს“.

 

ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა 10-დან 15 პროცენტამდე მერყეობს.

 

“მიხეილ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა 10-დან 15 პროცენტამდეა და მისი მხარდაჭერაც ამით შეიძლება, შევაფასოთ. იგი ციხეში არა და, საავადმყოფოში იმყოფება. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები