spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას, ვიდრე არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებას და არ განაახლებენ მნახველების დაშვებას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სამედიცინო მკურნალობას წყვეტს იქამდე, ვიდრე ე.წ. დისციპლინარულ ზომებს არ გააუქმებენ და მასთან მნახველებს არ დაუშვებენ.

 

სააკაშვილის წერილი გორის ჰოსპიტალთან მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ წაიკითხა.

 

“დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეში დარღვევისთვის. დაახლოებით 6 საათში ამ განცხადებიდან, ჩემ საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომელშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები და მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როდესაც მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას (ლაპარაკია გლდანის დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტზე), დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემ წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას. ამის შემდეგ დედაჩემს, რომელსაც ჰქონდა ყველანაირი ნებართვა შემოსვლის, დაახლოებით 4 საათი აცდევინეს ქუჩაში და დააბრუნეს უკან თბილისში, ასევე არ უშვებდნენ ჩემ პირად ექიმს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, სანამ არ ჩაერია ჰოსპიტალის ადმინისტრაცია. ეს არის მათი პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე. მათ არ აიღეს ჩემი ღირსების შემლახველი კადრები და შურისძიება განახორციელეს ჩემ წინააღმდეგ.

 

ამიტომ მე ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შევწყვეტ პროტესტს, სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებას და არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ მნახველების დაშვებას“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები