spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მიხეილ სააკაშვილი – ზურა ყელში ეჩხირება რუსულ ხელისუფლებას, ვინაიდან მას აღმოაჩნდა ახალგაზრდობის მობილიზაციის განსაკუთრებული ნიჭი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერზე ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმებს გმობს.

 

“კატეგორიულად ვგმობ ზურა ჯაფარიძეზე გახშირებულ ძალადობრივ თავდასხმებს.

 

ზურა ყელში ეჩხირება რუსულ ხელისუფლებას, ვინაიდან მას აღმოაჩნდა ახალგაზრდობის მობილიზაციის განსაკუთრებული ნიჭი.

 

ზურაზე შეტევა არის  სტუდენტობაზე საერთო შეტევის ნაწილი.საზოგადოებამ უნდა ისწავლოს არა მხოლოდ პროტესტის გამოთქმა, არამედ სწრაფი მობილიზაცია და თავისი უფლებების დაცვა.

 

თავს ესხმიან ზურას? – ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში. 

 

სცემენ ჩვენს შვილებს? – მამებმა უნდა შევუბრუნოთ ხელი. 

 

ჩვენ ბევრად მეტი და ბევრად უფრო ძლიერები ვართ!” – წერს სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები