საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსაკითხად რუსთავის ციხეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი მივიდა.
ვასილ კაკაშვილის განცხადებით, გამოკითხვა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებს შეეხება.
როგორც კაკაშვილნმა აღნიშნა, უკვე გაგზავნილია მოთხოვნა სამხედრო ჰოსპიტალში არსებული კამერების ჩანაწერების ამოღების შესახებ.
“ადვოკატებმა მომართეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ეს ეხება მათ შორის გადმოყვანის პროცედურას. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით უნდა მოხდეს მისი გამოკითხვა.
გაგზავნილია შესაბამისი წერილები კამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვასილ კაკაშვილმა.