spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება.

 

პროტესტის მონაწილეები ქუთაისის მერიასთან დღეს, 14:30 საათზე შეიკრიბებიან.

 

“მოთხოვნები უცვლელია, ესაა  მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ვაპროტესტებთ 2020-2021 წლების გაყალბებულ არჩევნებს. ის რეალობა,  რაც დადგა ქუთაისის საკრებულოში, ამ პროპორციით არ ასახავს ჩვენი თანაქალაქელების განწყობას, შესაბამისად, არ ვაპირებთ შევეგუოთ გაყალბებას” , – განაცხადა ბესო ბრეგაძემ.   

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რეაბილიტაციის პროცესს გადის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები