spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა კიევში შეკრება ვერ მოახერხეს

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია კიევში, რომელიც დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება.

 

Front News – Україна-ს ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა შეკრება ვერ მოახერხეს.

 

აქიის გამართვა უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის განმავლობაში ანონსდებოდა, თუმცა დღეს დილით მხარდამჭერებმა იქ შეკრების ნაცვლად, რამდენიმე მანქანით სიგნალებით ბულვართან მსვლელობა მოაწყეს, საელჩოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს კი განუცხადეს, რომ პროტესტს და პიკეტირებას პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრციასთან გამართავდნენ, მაგრამ შეკრება არც იქ მომხდარა.

 

ამ დროისთვის საელჩოსთან და პრეზიდენტის ადმინიტრაციასთან მობილიზებული პოლიციის დამატებითი ძალებიც უკვე დაშლილია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები