მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ჰოსპიტალიზირებულია. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ექიმს ინსულტის ნიშნები განუვითარდა და ის გორის ჰოსპიტალის სტაციონარულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის საძაგლიშვილის თქმით, შესაძლოა, ექიმი ზეწოლის მსხვერპლი გახდა.
“გუშინდელ ფაქტს თუ გავიხსენებთ, რა მოხდა და რა პირობებში გამოვიდნენ ჰოსპიტალის დირექტორი და ქალბატონი ნინო გოგორიშვილი კომენტარის გასაკეთებლად, როდესაც დირექტორმა წაიკითხა დაწერილი განცხადება ექიმის ნაცვლად. შემდეგ ვნახეთ და იქნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ ქალბატონის კომენტაში სხვა პირები ერეოდნენ.
ეს გარემოებები მთლიანობაში ქმნის ძალიან გონივრულ და ლოგიკურ ეჭვს, რომ მასზე ზეწოლა ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან, ალბათ, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის მხრიდან. შესაბამისად, ამის გაგრძელებაა გადაწყვეტილება მკურნალი ექიმის შეცვლის შესახებ, რადგან ქალბატონმა ნინომ გუშინ ძალიან ხაზგასმით დაადასტურა ჟურნალისტების წინაშე, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელება შესაძლებელია მხოლოდ თავისუფლების პირობებში”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილისთვის მკურნალის ექიმის შეცვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი.