თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმის განხილვა იწყება.
პროცესს დაესწრება მიხეილ სააკაშვილი, ის უკვე იმყოფება სასამართლოს შენობაში.
სასამართლოს ეზოში კი მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
ე.წ. პიჯაკების საქმე დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვას ითვალისწინებს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებებს დაცვის მხარე წარმოადგენს. სასამართლოს სხდომაზე სიტვით გამოვა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ტრადიციულ მიმართვას გააკეთებს.