კიევი: უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, რომლის დეპორტაცია პოლონეთში 12 თებერვალს განხორციელდა, უკრაინაში შესვლა სამი წლით აეკრძალა. ამის შესახებ Front News-ს სააკაშვილის ადვოკატმა რუსლამ ჩერნოლუცკიმ განუცხადა.
“მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 3 წლით აეკრძალა”, – აღნიშნა მან.
შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას 2021 წლის 13 მარტამდე ვერ შეძლებს.
მიხეილ სააკაშვილი კიევში 12 თებერვალს დააკავეს, იმავე დღეს მისი პოლონეთში დეპორტაცია განხორციელდა.