spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილს დღეს ადვოკატები სტრასბურგის გადაწყვეტილებას გააცნობენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები დღეს დეტალურად გააცნობენ. სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

 

დღესვე დაგეგმილია კონსულტაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ღონისძიებაზეც, რომლითაც უნდა დადგინდეს, იძალადა თუ არა საბადრაგო სამსახურმა მესამე პრეიზდენტზე გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.

 

“ვისაუბრებთ საქალაქო სასამართლოში ჩავლილ პროცესზე, თუ შეიძლება ამას პროცესი ვუწოდოთ, ვისაუბრებთ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და ყველა მიმდინარე საკითხებზე. ამავდროულად, მისი ჯანმრთელობის შესახებ მივიღებთ ინფორმაციას. გუშინ იყვნენ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლები შესული, გვიანობამდე მუშაობდნენ იმ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელდა ბოლო დღეებში განმავლობაში”, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები