spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დაუშვეს

მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დაუშვეს. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მესამე პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

 

ადვოკატები მოსამართლისგან ითხოვდნენ, დაევალებინა პენიტენციური სამსახურისთვის „ცენტრ ემპათიას“ ექსპერტების დაშვება მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 

 

შუამდგომლობას დაეთანხმა პროკურატურაც.

 

კონკრეტულად როდის შევლენ ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან,  ჯერჯერობით უცნობია.

 

ნინო ჩახნაშვილმა მომდევნო სასამართლო სხდომა 2 ივნისს, 12:00 საათზე ჩანიშნა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები