“ნაციონალური მოძრაობა” ხვალ, 11:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავს.
პარტია საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ნობელიანტი ექიმის შეშვებას მოითხოვს.
“ნობელის პრემიის ლაურეატ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ჯეიმს კობს ჯანდაცვის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან შესვლისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის უფლებას არ აძლევს.
4 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე ვიკრიბებით ჯანდაცვის სამინისტროსთან-სიცოცხლისთვის!”, – წერს “ნაციონალური მოძრაობა”.