spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო ინსპექტორის 2 თანამშრომელი იმყოფება

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გორის ჰოსპირატალში სახელმწიფო ინსპექტორის 2 თანამშრომელი იმყოფება.  ისინი მესამე პრეზიდენტის მის მიმართ შესაძლო არაადამინაური მოპყრობისა და  წამების ფაქტთან დაკავშირებით კითხავენ. 

 

გამომძიებელ გიორგი მიქელაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი  საქმესთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გამოიკითხა, თუმცა ამჯერად კითხვები დამატებით გამოვლენილ გარემოებებს ეხება.

 

“მას მიეწოდება ინფორმაცია სახელმწოფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკაშირებით, ასევე მისი თანსმობის შემთხვევაში ჩატარდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითვა მისი ადვოკატის მონაწილეობით. მას დაესმება ყველა ის შეკითხვა,  რაც რელევანტურია გამოძიებისთვის, მათ შორის მედიაში გავრცელებულ საჯარო  ინფორმაციასთან დაკაშირებით”, – განაცხადა მიქელაძემ.

 

მისივე  განმარტებით,  მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტთან დაკაშირებით გამოკითხულია 130-მდე პირი, მათ შორის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და ინციდენტში მონაწილე პირები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები