რასაც ვედავებით, მას პრაქტიკულად, აღიარებული აქვს. ჩემი ინფორმაციით, გუშინ მიმართულია წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები საკმაოდ მაღალი ხარისხისაა.
“მტკიცებულების შინაარსი არის საკმაოდ მაღალი ხარისხის. ამ მაღალ ხარისხში ვგულისხმობ შემდეგს, რომ ეს არის, როგორც დოკუმენტურად, ასევე მოწმეების მიერ ცალსახად არის დადასტურებული და რაც ყველაზე მთავარია, თავად ბრალდებულის მიერ დადასტურებულიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 2016 წელს ის ოფიციალურ სამართლებრივ ურთიერთობის ფორმატში როცა ახორციელებდა მიმოწერას, იქ აქვს დაფიქსირებული სწორედ მისი ინვესტიციის პროპორციულობა ზუსტად იმ ოდენობით, რაც დადგენილებაშიცაა მითითებული.
რასაც ვედავებით, მას პრაქტიკულად, აღიარებული აქვს.
ჩემი ინფორმაციით, გუშინ მიმართულია წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.
“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო ორ მარტს დატოვა. მას ჩამორთმეული ჰქონდა როგორც პასპორტი, ასევე გადაადგილების უფლებაც. აღნიშნულ საქმეზე მას ბრალი უკვე წარედგინა, ასევე, დაკავებულია პირი, რომელიც მას საზღვრის კვეთაში დაეხმარა.