spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – არ ვარგა ასე წინმსწრებად რაღაც ისეთი განცხადებების კეთება, რომელსაც აუდის ძალიან მყრალი სუნი პოლიტიკური ინტერესის

საქართველოში მოიძებნებიან პოლიტიკური ძალები, რომლისთვისაც დღეს გამოძიების წარმოება უფრო მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სამძებრო სამუშაოების ეფექტიანობა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

“საქართველოში მოიძებნებიან პოლიტიკური ძალები, რომლისთვისაც დღეს გამოძიების წარმოება და ეს საკითხები პოლიტიკური ხმალაობის ატეხა უფრო მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სამძებრო სამუშაოების ეფექტიანობა. სამწუხაროა, მაგრამ ასეა და ეს ჰგავს პირველივე დღეს გამართულ იმ მიტინგს, თუ აქციას, რაც იყო.

 

არ ვარგა ასე წინმსწრებად რაღაც ისეთი განცხადებების კეთება, რომელსაც აუდის ძალიან მყრალი სუნი პოლიტიკური ინტერესის და პოლიტიკური ქულებს დაწერის მცდელობების”, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

მისივე თქმით, ახლა ნომერ პირველი საკითხი არის საძიებო სამუშაოები, არ არსებობს შესაძლებლობა, რომელიც არ არის გამოყენებული.

 
“ეს არის მთელი ერის ტრაგედია, მასშტაბიც არის გამაოგნებელი, შემაძრწუნებელი და ძალიან ძნელია წარმოდგენაც კი, რა მასშტაბის კატასტროფასთან გვაქვს საქმე, მთელი მოედანი, სადაც ჩამოვიდა მასა, არის უბრალოდ არანორმალური მასშტაბების, ვფიქრობ, ამ მასშტაბის კატასტროფა ალბათ, იშვიათად სადმე ნანახი გვქონდეს ან გაგონილი.

 

ნომერ პირველი საკითხი ამწუთას არის საძიებო სამუშაოები. რაც დავაკვირდით პროცესებს, არ არსებობს შესაძლებლობა, რომელიც არ არის გამოყენებული. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ყველგან, სადაც ფაქტობრივი, ბუნებრივი, ფიზიკური მდგომარეობა იძლევა შესაძლებლობას, რომ მუშაობა მიმდინარეობდეს, სრული რესურსი, ალბათ საკმარისზე მეტი რესურსი არის მობილიზებული საიმისოდ, რომ მიმდინარეობდეს ეს სამუშაოები. გზა და გზა ჩნდება ახალი შესაძლებლობები, ახალი რესურსი არის მობილიზებული. მოკლედ, ამ კუთხით მუშაობა სრულფასოვნად მიმდინარეობს. შესაბამისად, ეს არის ალბათ, მთავარი ამოცანა”, – განაცხადა სარჯველაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები