spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – არახამია წირავს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობას

თუ საქართველოში სააკაშვილის ბოგინის ეპოქა არ განახლდება, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად არ აღელვებს და აბსოლუტურად უინტერესოა არახამიასთვის ქართულ-უკრაინული ურთიერთობა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

“არ შეიძლება ასე ხელაღებით, რომ ჯერ მოთხოვნა წამოაყენო და შემდეგ ითევზაო არგუმენტებზე. არა სახელმწიფოს, არამედ პარტიული ინტერესი აქვთ, რომ სააკაშვილი განთავისუფლდეს, აი ამ მიზნით იღვწიან და ამას არაფერი აქვთ საერთო ჰუმანიტარულ მოტივაციასთან.

 

არსებობს მოცემულობა ქართულ-უკრაინული ურთიერთობა, რომელიც მნიშვნელოვანია, მაგრამ არახამიასთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ თუ საქართველოში სააკაშვილის ბოგინის ეპოქა არ განახლდება, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად არ აღელვებს და აბსოლუტურად უინტერესოა მისთვის ქართულ-უკრაინული ურთიერთობა. ამიტომ, ის წირავს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობას, მარტო იმისთვის, რომ ის გამოყენებული იქნეს სამსხვერპლოსთვის როგორც ტარიგი სააკაშვილის გათავისუფლების ამოცანისთვის და ამას აკეთებს შეგნებულად”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები