spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ უფრო მეტი ქულით არის შეფასებული და ვინ ნაკლებით

არავითარი რეიტინგი არ შეიძლება არსებობდეს, არავითარი  მნიშვნელობა არ აქვს ვინ უფრო მეტი ქულით არის შეფასებული და ვინ ნაკლებით, – ამის შესახებ  “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველობის კანდიდატების  9-კაციანი კომისიის მიერ ქულების შეფასების შესახებ განაცხადა.

 

მისი თქმით,  ქულებით შეფასება პირობითია და სახალხო დამცველობის კანდიდატი შეიძლება ისეთი ვინმე გახდეს, ვინც კომისიისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. 

 

“არავითარი რეიტინგი არ შეიძლება არსებობდეს. არავითარი მნიშვნელობა არ ექნება იმას, რომელი კანდიდატია მეტი ქულით შეფასებული და რომელი ნაკლებით, სულ მცირე იმის გამო, რომ წინ გვაქვს დასახელებული კანდიდატების შეფასება საკომიტეტო მოსმენების დროს. 

 

არავითარი სარეიტინგო მაჩვენებლები, უპირატესობა და პრეფერენციები არც ერთს არ ექნება, თანაბარი შანსი აქვს როგორც პირველ ადგილზე, ისე ბოლო ადგილზე გასულ კანდიდატურას. მაგალითად, ნაკლები ცნობადობის გამო, რომ რომელიმე კანდიდატურა საერთოდ არ შეფასებულა, არავინ იფიქროს, რომ მას საერთოდ პერსპექტივა ეკარგება, ეს ასე ნამდვილად არ არის”, – განაცხადა სარჯველაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები