spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – არგუმენტი ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი, კრიტიკა მიუღებელია

ვენეციის კომისიის მხრიდან მივიღეთ დასკვნა, სადაც არაა მითითებული სამართლებრივი არგუმენტები, არგუმენტი ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი, კრიტიკა მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

“ოპონენტები ამ თემის ირგვლივ პოპულისტური განცხადებებით გამოირჩეოდნენ. ცდილობდნენ პიარული ხერხებით გაელანძღათ ის იდეა, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ კანონპროექტით, თუმცა სამართლებრივი, წონადი არგუმენტაცია კანონპროექტის განხილვის პროცესში არ ყოფილა. მოგვიანებით, როდესაც პრეზიდენტმა ამ კანონპროექტს ვეტო დაადო „პოლიტიკური მოტივებით“ ახსნა. თუმცა, მოტივირებული შენიშვნა იქ მოცემული არ არის.

 

ახლაც, როდესაც ვენეციის კომისიის მხრიდან მივიღეთ ეს დასკვნა და შეფასება, იქაც არაა მითითებული სამართლებრივი არგუმენტები. აქცენტი გაკეთებულია კანონპროექტის სწრაფად განხილვაზე, თუმცა, აქაც ვერ გავითვალისწინებ კრიტიკას ვერც ერთ შემთხვევაში და ვერ დავეთანხმები, რადგან კანონპროექტს პარლამენტმა არცთუ ისე ხანმოკლე დრო დაუთმო. კიდევ ვნახავთ ყურადღებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ამ საკითხების ირგვლივ. მაგრამ ჩვენთვის მთავარია ის არგუმენტი, რის გამო არ უნდა იყოს ეს კანონი მიღებული, ასეთი არგუმენტი ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი, კრიტიკა მიუღებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ვენეციის კომისიამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მოსაზრება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ პროექტი ნაჩქარევად მიიღეს და დამატებით დამუშავება სჭირდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები