spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – ბრალი დაგვდეს, ახლა კეთილი ინებონ და მტკიცებულებაც წარმოადგინონ

ადამიანებმა ბრალი დაგვდეს, ახლა კეთილი ინებონ და მტკიცებულებაც წარმოადგინონ, რადგან სხვაგვარად წარმოუდგენელია, – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებას.

 

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ვინმეს რაიმე კითხვა თუ აქვს, სახელმწიფო წარმომადგენლებისა და შესაბამისი დაწესებულებების განცხადებებს უნდა გაეცნონ.

 

“რაღაც დაგაბრალონ და შემდეგ შენ საპირისპირო ამტკიცო, ეს არ ვარგა. კარგია, რომ ამ თვალსაზრისით რიტორიკა ცოტა შერბილდა, განმარტებები მოჰყვა და ითქვა, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი ნამდვილად არ აქვს. ახლა საუბარი და სიმძიმის ცენტრი გადადის იმაზე, რომ ჰიპოთეტურად შეიძლება თუ არა, საქართველოში არსებობდეს ასეთი რისკები. თუ ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, გაეცნონ სახელმწიფო წარმომადგენლებისა და შესაბამისი დაწესებულებების განცხადებებს, სადაც ყველა კითხვაზე პასუხს იპოვიან. როცა ამბობენ, რომ ვინმეს რამეში ბრალს დებენ, ამას მტკიცებულებებიც სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი სიტყვაც უფასურდება, რაც არ ვარგა. ამიტომ ჩვენს მეგობარ ხალხს არ ვუსურვებ, რომ იქიდან ასეთი განცხადებები ისმოდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები