spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე და ალუდა ღუდუშაური ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლებულ პატიმრებს შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პარლამენტის მიერ მიღებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის მიღების შედეგად ვადაზე ადრე გათავისუფლებულ პატიმრებს დახვდნენ. 

დეპუტატებმა პატიმრებს გათავისუფლება და ახალი ცხოვრების დასაწყისი მიულოცეს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამნისტია სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანიზმის დემონსტრირებაა. მისივე თქმით, როდესაც ადამიანები ტოვებენ საპატიმრო დაწესებულებას ახალი იმედებით, ახალი ცხოვრების დაწყების ენთუზიაზმით, ეს ყოველთვის განსაკუთრებულ გრძნობებსა და ემოციებს იწვევს. 

 

“შესაბამისად, ჩვენი მხრიდან იქნება მუდმივი მცდელობა, რომ  რაც შეიძლება მეტი გაკეთდეს პატიმრების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული პრობლემები კანონთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ უნდა წაერთვათ ხელმეორედ ცხოვრებაში ჩართვის, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების შესაძლებლობა. ამიტომ ამნისტიით იქნება თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით, რომელიც რესოციალიზაციისათვის  კარგ საშუალებად მიიჩნევა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ექნება მხარდაჭერა ხელისუფლების, სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.  

 

მისი ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ“ კანონით სასჯელი შეუმცირდათ იმ ადამიანებს, რომლებსაც კოვიდ პანდემიის პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა და შეზღუდვების პირობებში სასჯელის მოხდა მოუწიათ. 

 

“როდესაც პაემნები შეზღუდული იყო, ასეთი პირობები საკმაოდ რთული იყო პატიმრებისთვის და ამის დაკომპენსირების მიზნით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ამნისტიის შესახებ. ამნისტია გულისხმობდა სასჯელის გარკვეული ვადით შემცირებას, რომელიც პანდემიის შეზღუდვების თანაბარზომიერი იქნებოდა“, -აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

პატიმრების 3 კატეგორიაა, ვისაც განსხვავებულად მიუდგა კანონი:  2 წლამდე თავისუფლებააღკვეთილ  პირებს სასჯელი შეუმცირდა  45 დღით; ხანდაზმულ პირებს, ქალებსა და არასრულწლოვნებს – 105 დღით,  ხოლო პირებს, რომელთაც 2 წელზე მეტი ვადით აქვთ თავისუფლება აღკვეთილი, 75-დღიანი შეღავათი შეეხოთ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები