spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – ეს არ არის პოლიტიკური შურისძიება

“ეს არ არის პოლიტიკური შურისძიება. ფაბულა და შინაარსი ცნობილია, რაზეა საუბარი. სასამართლომ დაასკვნა, რომ ეს იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედება, იმ კატეგორიის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც დანაშაული ჰქვია“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს.

 

მისი თქმით, არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც, შესაძლებელია, ვინმემ პოლიტიკურ დევნაზე ისაუბროს.

 

“საუბარია რაზე? – საწარმოს ხელმძღვანელის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რითაც ორგანიზაციის შემოსავალი შემცირდა. ამას უკვე სახალხო დამცველიც არ უარყოფს. კარგი იყო თუ ცუდი ორგანიზაციისთვის, ამაზე ვისაუბროთ – რა მიზეზით შეიძლება იყოს ორგანიზაციისთვის ნაკლები შემოსავლის მიღება, ვიდრე მეტის? სახალხო დამცველი ამბობს, რომ შესაძლოა, გრძელვადიან და მოკლევადიან რისკებს აზღვევდესო და შეგიძლიათ, მითხრათ, რა რისკებს აზღვევდა? რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას, შეიძლება, არსებობდეს კითხვა, ხომ არ არის ეს პოლიტიკური დევნა? – არ მგონია, ვინმესთვის არსებობდეს მიზეზი, ისაუბროს პოლიტიკურ დევნაზე. პოლიტიკურად სენსიტიურია, რადგან გვარამიას საქმიანობა თავისი შინაარსით არის პოლიტიკური. შესაბამისად, ეს პოლიტიკურ სენსიტიურობას განაპირობებს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მოცემულ სიტუაციაში ვინმეს შეუძლია, ხელაღებით ისაუბროს პოლიტიკურ დევნაზე. საკმაოდ კარგად, დამაჯერებლად არის ახსნილი, რომ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, რომელიც სასამართლომ დანაშაულად შეაფასა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

“მთავარი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები