spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – გოგაშვილმა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, პოლიტიკური პატიმარი რანაირად არის?

“ქართული ოცნების” დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის თქმით, აბსურდია განცხადება, რომ გოგაშვილი პოლიტპატიმარია.

 

“გოგაშვილი სახელმწიფოს დაუპირისპირდა და მან გამოიყენა დაუშვებელი, უკანონო და დანაშაულებრივი რამ, სახელმწიფოს კი, დანაშაულზე რეაგირება ჰქონდა. ეს რეაქცია არის აბსოლუტურად ნორმალური. შეუძლებელია, ცივილიზებულ და გამართულ სახელმწიფოზე ვისაუბროთ, რომელიც არ რეაგირებს ზუსტად ისე, როგორც გოგაშვილის ქმედებებზე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მოხდა. მან უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, რასაც, რა თქმა უნდა, რეაგირება სჭირდებოდა. აბსურდია განცხადება, რომ პოლიტპატიმარია. პოლიტიკური პატიმარი რანაირად არის? პოლიტიკური პატიმრობის დროს ან მოგონილია ბრალდება, ან ისეთი რეაგირება მოჰყვა, რაც ჩვეულებრივ შემთხვევაში არ მოჰყვებოდა. სამართლებრივი განმარტება ასეთია და თავად გოგაშვილმა დაადასტურა ეს ამბავი. იოტისოდენა მიზეზიც არ არსებობს, რომ საქმე პოლიტიკურ პატიმრობასთან გვაქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დახურულ რეჟიმში მსჯელობს. სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ პერსონალური და საიდუმლო მასალების ამსახველი დოკუმენტაციის გამო დააყენა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები