spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – კონფლიქტის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან არაფერი ვიცი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მისთვის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მოულოდნელი იყო.

“მე ნამდვილად არ ვფლობდი ინფორმაციას ამ გადადგომის შესახებ. რაც შეეხება ინფორმაციას კონფლიქტის შესახებ, ამაზეც ვერაფერს ვიტყვი, რადგან არაფერი ვიცი. ბუნებრივია, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. ის დარჩება გუნდის წევრად და გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას“, – აცხადებს სარჯველაძე.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები