spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – მიუხედავად ოპონენტების მოლოდინებისა და სურვილებისა, რომ ეხილათ საქართველო, მხილებული ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასეთი მოლოდინები გაცრუებულია

მთლიანობაში ანგარიში ასახავს გასულ წელს ქვეყნის პროგრესს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. მასში ზედმიწევნით სწორად არის დანახული ის სფეროები და გამოწვევებიც, რომელთან მიმართებაშიც გვმართებს სამომავლოდ ყურადღების გამახვილება ჩვენი საქმიანობის დაგეგმვისა და სწორი აქცენტების გასაკეთებლად, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

“დოკუმენტში მიმოხილულია და დაფასებულია ის წარმატებები, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული წლის მანძილზე ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით. მაგალითად, წინასწარი პატიმრობის რაოდენობის შემცირება, ამნისტია და პატიმართა რიცხვის შემცირება, პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია და სხვ. ანგარიშში ასევე არის გადმოცემული ინფორმაცია ისეთი ფაქტების შესახებ, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ან/და პოლიტიკური ინტერესით ხასიათდება და რომელთან დაკავშირებითაც პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მოგვისმენია. 

შესაძლებელია გადაჭრით ითქვას, რომ თუ არა ყველა, უდიდეს უმრავლესობა შემთხვევებში, მიუხედავად ოპონენტების მოლოდინებისა და სურვილებისა, რომ ეხილათ საქართველო, მხილებული ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასეთი მოლოდინები გაცრუებულია. ანგარიში უპირატესად შემოიფარგლება მითითებით არა საკუთრივ დარღვევის ფაქტებზე, არამედ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ან მაგალითად, ომბუდსმენის მხრიდან დარღვევის არსებობის მტკიცებაზე. ანუ, იქ, სადაც საკმარისი აფუძველი არ არსებობდა იმისთვის, რომ ადილი ჰქონდა დარღვევას, ანგარიშში მითითებულია, რომ ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, ან სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სახზე იყო დარღვევა. ასეთი ვითარება ნაციონალური მოძრაობისა დამისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ე.წ. „პოლიტიკური პატიმრობის“ საკითხთან დაკავშირებითაც არის. ანგარიშში არაფერია იმაზე მეტი ნათქვამი, რომ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად ოპოზიციური პარტიები (სხვათა შორის ზუსტად იგივე კონტექსტში არიან მოხსენიებულნი ბატონები მელია და რურუა). ამ ფაქტის შესახებ რომ ანგარიშში აუცილებლად იქნებოდა მითითებული, ეს გასაკვირი არავისთვის არ გახლავთ. 

მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რა სახით იქნებოდა ამის შესახებ აღნიშნული – დაისმებოდა რაიმე კითხვის ნიშანი სააკაშვილის პატიმრობის განსახვავებულ მოტივაციაზე თუ სახელმწიფო დეპარტამენტი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოსაზრებაზე მითითებით. ანგარიშში იმ დანაშაულებზეც არის სხვათა შორის საუბარი, რომლებშიც არის მხილებული სააკაშვილი, რომელთაგან ნაწილზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, ხოლო ნაწილზე სამართალწარმოება გახლავთ მიმდინარე. ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე ჩვენ ვიხილეთ ცალკეული პარტიული ტელევიზიების მხრიდან აგრესიული მცდელობა, რომ საზოგადოება მოეტყუებინათ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციად გაესაღებინათ მაგალითად ანგარიშში ნათქვამი იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს”, – განაცხადა სარჯველაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები