spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – “ნაციონალური მოძრაობის“ წინადადება სერიოზული არ არის

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით,  არასერიოზულია “ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისას 1000-ლარიანი საოკუპაციო შენატანი დაუწესდეთ.

 

“ეს წინადადება სერიოზული არ არის. კარგად რომ დაფიქრდნენ და არ იჩქარონ ასეთი განცხადებების გაკეთება, მიხვდებიან, რომ ეს შეურაცხმყოფელია მათივე პოზიციის. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, უნდა დავუწესოთ გადასახადი მათ შორის ეთნიკურად საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში დაბადებულს, რომელიც არის ქართველი, ისევე როგორც ჩვენ ვართ და შეიძლება, მიღებული აქვს რუსეთის მოქალაქეობა. რას ლაპარაკობენ მერე ასეთ დროს?“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისას 1000-ლარიანი საოკუპაციო შენატანი დაუწესდეთ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები