spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციის დიდი ნაწილი დღეს აქტიურად იბრძვის, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მოუტანოს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით

“ოპოზიციის დიდი ნაწილი დღეს აქტიურად იბრძვის და იღწვის საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მოუტანოს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტის სხდომაზე გაკეთებული განცხადებები პოპულისტურია.

 

“ნაციონალური მოძრაობის“ წარსულის მქონე ზოგიერთი პოლიტიკოსი გამოდის და ონკოპაციენტებზე ზრუნვას უწუნებს ამ ხელისუფლებას, ხელისუფლებას, რომლის წლიურმა დანახარჯმა ჯანდაცვაზე 7 მილიარდს გადააჭარბა, მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ისე დასრულდა, რომ 600 მილიონზე ზევით ეს ხარჯი არ წასულა. ახლა 10-ჯერ გაზრდილია საბიუჯეტო დაფინანსება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები