spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციის კონსოლიდაციას ერთხელ უკვე დაერქვა ფანჩატური

მიხეილ სააკაშვილს დაკარგული აქვს რეალობის განცდა და იმის შეგრძნება, როგორია რეალურად საზოგადოების დამოკიდებულებები და მოთხოვნები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

სარჯველაძის თქმით, გასაგებია, რომ სააკაშვილისთვის ნომერ პირველი საკითხი ციხიდან გასვლა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა, მეორე მხრივ კი, ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი საქართველო მისი დღის წესრიგით ცხოვრობს.

 

“ოპოზიციური სუპერგაერთიანების შექმნის ინიციატივა წარმოადგენს ფანჩატურ 2-ს. არასერიოზულად ჟღერს, როცა ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი საუბრობს. ოპოზიციის კონსოლიდაციას ერთხელ უკვე დაერქვა ფანჩატური – ეს ფანჩატური იყო სიმბოლო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები