საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას გამოეხმაურა.
“საერთოდ გაშარჟება არ მიყვარს, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ეს ინიციატივა რაღაცნაირად სახლობანას თამაშს ჰგავს. დამოკიდებულება და ღირებულების სისტემაში ნიშანწყალი იმის, რომ ოპოზიციას რაღაც რეალობის აღქმა მაინც აქვს, ეს ნამდვილად არის, ვინაიდან ისინიც კარგად ხედავენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის ძალა, რომლის ხელისუფლებაში მოსვლა და ყოფნა, საერთოდ დაუშვებელი და არანორმალურია. ეს არ ეხება მხოლოდ ძალოვან სამინისტროებს. ამას არ ეყოფა ის ბოდიში, რომელიც “ნაციონალურმა მიძრაობამ” მოიხადა. მათ უნდა იტვირთონ პასუხისმგებლობა, რათა არასდროს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაიმეორონ ის, რაც დაატრიალეს ქვეყანაში 2003 წლიდან ლამის 2012 წლის მთლიანად ჩათვლით”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციურმა ძალებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები კოალიციის შესაქმნელად და საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, ასევე პრემიერობის კანდიდატზე.