spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მიხეილ სარჯველაძე – რაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას, არის ის, რომ შეწყვიტოს პროტესტის ეს ფორმა

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყველაზე მეტად სჭირდება, რომ დაუბრუნდეს კვებას, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მზია ამაღლობელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას, არის, შეწყვიტოს პროტესტის ეს ფორმა. შესაბამისად, დაუბრუნდეს კვებას. ეს იქნებოდა მისი ჯანმრთელობისთვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი. ამ რჩევას კვლავაც მის გასაგონადაც გავიმეორებ. რაც შეეხება მის ამჟამინდელ მდგომარეობას, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

“ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“, უკვე მეოთხე დღეა, მკურნალობს. ის სამედიცინო დაწესებულებაში მე-5 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები