პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ “პარტიოტთა ალიანსის” განცხადება ცოტა უცნაურია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისტორიას გადავხედავთ.
“თუ ვინმე რუსეთს დახმარებას სთხოვს საქართველოში, ეს ძალიან უცნაური ამბავია, იმიტომ რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა ბოლო 200 წლის განმავლობაში ამ ქვეყანას. ამ ფონზე რუსეთის მიმართ იმედის თვალით ყურება, ცოტა არ იყოს უცნაურად მეჩვენება”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
“პატრიოტთა ალიანსი” რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართავს, “დაძაბულობის განსამუხტავად” დიალოგი აღდგეს, ამასთან, სთოვს ქვეყანაში არსებული დაძაბულობა განმუხტოს.