spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ომში ჩართვა არავის უნდა და ეს ჩვენი გამოგონილია, არასწორია

ღრმად მწამს, რომ საქართველოს სამომავლო განვითარება გადაჯაჭვულია და ორგანულად დაკავშირებულია აშშ-სთან ყველაზე სიღრმისეულ თანამშრომლობასთან, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მხრიდან ამ განწყობის დადასტურება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

 

“პედალირება ამ თემაზე, რომ არავის ომი არ უნდა და ამ თვალსაზრისით უნდა გაემიჯნოს ოთხეულს მმართველი პარტია და ა.შ., მე არ მგონია, რომ ეს სწორი იყოს და რეალურ სურათთან ეს თავსებადი არ არის. ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული განცხადებები უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, საქართველოს ომში ჩართვის საჭიროებასთან დაკავშირებით. ახლა, ამ ფონზე, როცა საუბარია იმაზე, რომ ჩვენ წამოვიწყეთ კრიტიკა და საქართველოს ომში ჩართვა არავის უნდა და ეს ჩვენი გამოგონილია, ეს რასაკვირველია არასწორია. როდესაც ამაზე საუბარი ღიად დაიწყეს იმ ოთხმა ადამიანმა, ამასთან დაკავშირებით ვთქვით, რომ რიტორიკის ამ ფორმას არ ვეთანხმებით. კიდევ გამიჯვნა რაში უნდა გამოიხატებოდეს? ღრმად მწამს, რომ საქართველოს სამომავლო განვითარება გადაჯაჭვულია და ორგანულად დაკავშირებულია აშშ-სთან ყველაზე სიღრმისეულ თანამშრომლობასთან. პრემიერ-მინისტრის მხრიდან ამ გარემოების და განწყობის დადასტურება რა თქმა უნდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – აცხადებს სარჯველაძე.

 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრს, მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების განცხადებებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები