spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – შეიძლება ვინმეს ვინმე თავის თანამშრომელი უსმენს მე რა ვიცი, რა გავაკეთო

“ქართული ოცნების” დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოში უკანონოდ არავის უსმენენ.

 

სარჯველაძე ფიქრობს, რომ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მცდარი განცდა აქვს.

 

“ვისაც კვალიფიკაცია გვყოფნის, რომ შევაფასოთ რეალური მდგომარეობა, ყველა გადასარევად ხვდება, რომ ვითარება საქართველოში დღეს ასეთი არ არის. ამ საკითხის დაკავშირება რეალურად იმ კანონპროექტთან, რომელაც ვეტო დაედო, ეს არის სრული აბსურდი და მხოლოდ გათვლილი არის საქმეში ჩაუხედავი ადამიანის შეცდომაში შესაყვანად.

 

შეიძლება ვინმეს ვინმე თავის თანამშრომელი უსმენს მე რა ვიცი, რა გავაკეთო ეხლა როგორ გითხრათ. მაგალითად, ქუჩაში იყიდება პატარა ჩამწერი მოწყობილობები. მე მგონია, რომ მცდარი განცდაა. მე მაგალითად არ მიჭირს ტელეფონით საუბარი, არ მიჭირს ოთახში დავჯდე და ვინმეს ვესაუბრო, მათ შორის ისეთ თემებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება არ მინდა სხვამ გაიგოს. არ მაქვს ეს განცდა”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აჩქარებულად, დაუსაბუთებლად მოსმენებთან დაკავშირებით ცვლილებების მიღება აჩენს ახალ ეჭვს, რომ მოსმენები კიდევ ერთხელ გახდეს ძალაუფლების ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი.

 

“ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სადმე რომ შევდივართ და რამეზე საუბარი გვინდა, ყველანი ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვოთ, თუ გავიტანოთ. შემდეგ ვძლევთ ამას და ვამბობთ, რომ ჯანდაბას, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ, რასაც უნდათ. ეს კიდევ არის და ეს არ არის ევროპული ცხოვრება. ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცულობა. ეს არის სხვა სისტემა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები