spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – ვაითუ კარგად არ არის ინფორმირებული

“ვაითუ კარგად არ არის ინფორმირებული ან კვლავ ინფორმაციის არასწორად მიწოდება​ს აქვს ადგილი – არ მგონია, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან აშშ-ს ელჩზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

 

სარჯველაძის თქმით, გაურკვევლობის შემთხვევაში, მხარეებს შორის საუბარი აუცილებელია.

 

“გუშინ, ჯერ კიდევ ნედ პრაისის განცხადებამდე ვთქვი, რომ კარგი იქნება, ამ მიმართულებით ღრუბლები გაიფანტოს. მე არ მაქვს განცდა, რომ, ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს უბედურებებს, კანონდარღვევებს და ასე შემდეგ, მით უფრო იმ ფონზე, რომ თავად ელჩის განმარტება იყო, რომ მეგობრებს შორისაც შეიძლება არსებობდეს გარკვეული უთანხმოება, განსხვავებული ხედვები და ამასთან დაკავშირებით ლაპარაკი აუცილებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები