spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – ზურაბიშვილის განცხადება სულ მცირე უტაქტო და არაკორექტულია

არავითარი ობიექტური მიზეზი არ აქვს ვინმეს, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად დაასახელოს, რადგან ამ პიროვნებამ თავისი გადაწყვეტილებით, საკუთარი ნებით, პრაქტიკულად, ყოველგვარ გავლენაზე თქვა უარი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

“არ მგონია, ვინმეს მიზეზი ჰქონდეს, ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენიოს. ავტორიტეტი, რომელიც ამ პიროვნებას აქვს, ღვაწლი, რომელიც აქვს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, დასაფასებელია, მაგრამ ამას ოპოზიციაში სათავისოდ როცა თარგმნიან და ოპოზიციის დღის წესრიგში განსაზღვრულია, როგორც ოლიგარქია, რასაკვირველია, ეს აბსოლუტურად მცდარი მსჯელობაა. ამ ყველაფრის ასახსნელად საკმარისია ელემენტარული ლოგიკის კანონები.

 

შევეცდები, ზურაბიშვილის განცხადებები ყველაზე რბილად შევაფასო და ამას მისი მხრიდან უტაქტობა დავარქვათ. არ შეიძლება, ასე დაუსაბუთებლად, რაღაც სიტყვების წამოსროლით მიიქციო ყურადღება პოლიტიკოსმა, რომელსაც შეიძლება, გარკვეული ამბიცია, გეგმები ჰქონდეს საქართველოში სამომავლო პოლიტიკურ კარიერასთან დაკავშირებით. ამიტომ, მგონია, ამას აუცილებლად უნდა გაუწიოს ანგარიში სალომე ზურაბიშვილმა და ყურადღება მიაქციოს ბევრ მიზეზს, რომლის გამოც მიმაჩნია, რომ ეს განცხადება, სულ მცირე, უტაქტო, არაკორექტულია და არ მგონია, მისთვის მაინც და მაინც სასარგებლო იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები