ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ორთაჭალაში იმყოფებოდნენ, სადაც დევნილთა დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც მათ აფეთქების შედეგად დაშავებულები “ნიუ ჰოსპიტალში” მოინახულეს.
ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქება სავარაუდოდ, შენობის მეოთხე სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა.