საპრეზიდენტო ინსტიტუტი საქართველოში დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტია, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება გასაკვირი არ არის.
“გასაკვირი არაა. ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტი საქართველოში დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტია. “ქართულ ოცნებას” ამ დამოუკიდებლობის დანგრევა 14 დეკემბერს სურს”, – წერს მარკო მიხელსონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.