spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიკოლაივში ათი ძლიერი აფეთქება მოხდა

მიკოლაივში 17 ივლისის ღამეს საჰაერო თავდასხმის დროს 10 ძლიერი აფეთქება მოხდა. დაფიქსირდა რამდენიმე ხანძარი, – ამის შესახებ ნიკოლაევის მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა განაცხადა.

 

ალექსანდრე სენკევიჩმა მოქალაქეებ მოუწოდა, დაიცვან უსაფრთხოების წესები და საჰაერო განგაშის შემთხვევაში გადავიდნენ თავშესაფრებში.

 

15 ივლისს მიკოლაივში 10-ზე მეტი ძლიერი აფეთქება გაისმა. თავდასხმა განხორციელდა ქალაქის ორ დიდ უნივერსიტეტზე.

 

შემდგომში ცნობილი გახდა, რომ მტრის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულები არიან.

 

15 ივლისის დღის განმავლობაში მიკოლაივს 31 დარტყმა მიაყენეს, მათ შორის 8 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან და 18 არტილერიიდან.

 

16 ივლისის დილის მდგომარეობით, მიკოლაივის რაიონში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად საავადმყოფოებში 321 მოქალაქეა მოთავსებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები