spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მილერი – აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას

აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია ნაბიჯებით, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას სანქციებთან დაკავშირებით, მილერმა განაცხადა, რომ “სანქციებს ტრიბუნიდან წინასწარ არ მიმოიხილავენ”.

“როგორც იცით, სანქციებს ამ ტრიბუნიდან წინასწარ არ მიმოვიხილავთ, მაგრამ როდესაც სანქციების შესახებ განცხადებები გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ მათ ვაკეთებთ. თქვენ უკვე ნახეთ, რომ სანქციები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დავაწესეთ, დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები, მივიღეთ სხვა ზომები, საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ შეშფოთებული ვართ იმ ნაბიჯებით, რაც მათ ევროპასთან უფრო დიდი ინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგეს“, – განაცხადა მილერმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები