spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მილერი – ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება საქართველოს მთავრობის ქმედებებზე

ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ვაპირებთ საქართველოს მთავრობის განსჯას მათი პოლიტიკის საფუძველზე და რომ ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება მათ ქმედებებზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

 

“თქვენ ნახეთ, რომ სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის გადახედვის შესახებ გადაწყვეტილება და გადახედვის ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს. ჩვენ ყოველთვის გვაქვს იმედი, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც იწყებს დემოკრატიის ან ევროატლანტიკური თვალსაზრისით უკან დახევას, რომ ისინი შეცვლიან კურსს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ქვეყნებში ხალხი ამბობს, რომ მათ სურთ შეცვალონ კურსი, მაგრამ ამავე დროს, რომ გავაგრძელებთ ჩვენი პოლიტიკის განვითარებას იმ რეალური შემთხვევებისთვისაც, როდესაც ქვეყნები ამ კურსს არ ცვლიან”, – განაცხადა მილერმა. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები