spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მილერი – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს კრიტიკოსთა დემონიზება, დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტონ კრიტიკოსთა დემონიზება და მოეშვან წინააღმდეგობის სივრცის შემცირებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

“აშშ ისევ ღრმად შეშფოთებულია “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული რიტორიკით და მმართველი პარტიის ქმედებებით. განცხადებები, რომელიც ოპოზიციის არაკანონიერად ცნობას ეხება, არის ამის მაგალითი.

როგორც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, ასევე მთავრობის მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დიდი ხნის გაცხადებულ გეგმასთან წინააღმდეგობაშია და შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის საფუძველს წარმოადგენს.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტოს კრიტიკოსთა დემონიზება და მოეშვას წინააღმდეგობის სივრცის შემცირებას, ასევე დაუბრუნდნენ დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას”, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები