ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შემაშფოთებელია და ნატო მოელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს შეინარჩუნებს.
მისივე თქმით, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის მიერ გაწეულ მედიაციის ძალისხმევას.
"ნატოსა და საქართველოს პარტნიორობა ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვერიდებით და არ გვრცხვენია რთული დისკუსიებისაც. მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შემაშფოთებელია და ნატო მოელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს, როგორც ეს ხდება ბოლო წლების განმავლობაში. ეს მოიცავს აზრთა სხვადასხვაობის მოგვარებას პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით. ნატო მხარს უჭერს მედიაციის ძალისხმევას, რომელსაც ეწევა ევროკავშირი.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, მე მოგიწოდებთ, რომ განაგრძოთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები, რათა იპოვოთ საერთო ენა და გამოსავალი. საქართველო ნატოსთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი გახლავთ", – აცხადებს იენს სტოლტენბერი.