2025 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით გორის მუნიციპალიტეტში 15 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით მიმდინარეობს ტენდერები:
· შინდისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია
· ტყვიავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია
· ტინისხიდში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია
· ხელთუბანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია
· ვარიანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია
· ხურვალეთში გზის რეაბილიტაცია
· გზის რეაბილიტაცია ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ
· სოფრომ მგალობლიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია
· ოთარ ჩხეიძის ქუჩის რეაბილიტაცია
· მარანაში გზის რეაბილიტაცია
· ფლავისმანში შიდა საუბნო გზის მოწყობა
· ფლავში შიდა საუბნო გზის მოწყობა
· ზერტში გზის რეაბილიტაცია
· დანიელ ჭონქაძის ქუჩის რეაბილიტაცია
· ხიდისთავში ბეტონის გზის მოწყობა
გარდა ამისა, მიმდინარე წელს აღნიშნული ფონდის დაფინანსებით გრძელდება 2024 წელს დაწყებული სამი ინფრასტრუქტურული პროექტი:
· გოგებაშვილის პარალელური სანაპირო
· გორგასლის ქუჩის მიმდებარედ სკვერისა და სპორტული მოედნის სარეკონსტრუქციო სარემონტო სამუშაოები
· ზერტში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა – რეაბილიტაციის სამუშაოები
2025 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა (14 089 892 ლარი) და ადგილობრივი ბიუჯეტის (741 577 ლარი) თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტების ღირებულება 14 831 469 ლარია.